Advertisements

მასობრივმა კვლევებმა უსიმპტომო პაციენტები გამოავლინეს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, ახალი შემთხვევბი მასობრივი ტესტირების შედეგად გამოვლინდა. მისივე თქმით, აგრესიული ტეტირებები უსიმპტომო პაციენტების აღმოჩენაში დიდ როლს შეიტანენ.

Nusagi

„ახლა უკვე მასიურად ხდება ადამიანების გამოკვლევა, ამიტომ დღეს მიღებულია შედარებით მეტი რაოდენობა ვიდრე გუშინ იყო. ეს კვლელვები ისევ გაგრძელდება, რომ არ დარჩეს ვინმე ინფიცირებული გამოკვლევის მიღმა. ახალი შემთხვევბი არიან კლასტერების კვლევის შედეგად გამოვლენილ ინფიცირებულები, რაც ნიშნავს რომ ძირითადად უსიმპტომო ადამიანები გამოავლინეს ეპიდემიოლოგთა ჯგუფებმა“, – განაცხადა ენდელაძემ.

საქართველოში კოვიდ 19-ის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევები 456-მდე გაიზარდა.

ამავე მონაცემების მიხედვით, დღეისათვის კორონავირუსით 132 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული