“მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა ღრმა მეცნიერულ ანალიზზეა დამყარებული” – გია ვოლსკი

Nusagi

“დარგი და თემა არ არის დარჩენილი პასუხის გარეშე. საქართველო მცირე რესურსების მქონე ქვეყანაა და ამ მცირე რესურსებით უნდა გადაირჩინოს თავი”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით განაცხადა.

„მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა დამყარებულია არა პოლიტიკურ ნიშნებზე, როგორც ეს ჩვევიათ ჩვენს ოპონენტებს, არამედ ღრმა მეცნიერულ ანალიზზე და სიტუაციის შეფასებაზე. ამის დეტალური განხილვა მოხდა, დავამატეთ მხოლოდ ერთს – დარგი და თემა არ არის დარჩენილი პასუხის გარეშე. რასაკვირველია, ჩვენ არ უნდა ველოდოთ ეკონომიკურ ბუმს და ეს გეგმა არის სწორედაც ჩამოყალიბებული იმდენად, რამდენადაც პანდემიამ განაპირობა კრიზისი.

კრიზისი არის ღრმა და ეს კრიზისი შეიძლება კიდევ უფრო გამწვავდეს. ქვეყნებმა თავი უნდა გადაირჩინონ. საქართველო მცირე რესურსების მქონე ქვეყანაა და მცირე რესურსებით უნდა გადაირჩინოს თავი და გამოვიდეს უმძიმესი მდგომარეობიდან. არავინ არ უნდა დაუშვას, რომ ეს გეგმა და განცხადებები არის რამენაირად დაკავშირებული პოზიტიურ პროცესებთან, ეს არის საგანგებოდ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებული გეგმა და არის პროფესიონალურად გამართული. ჩვენ უნდა გადავრჩეთ როგორც ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკურად”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: