სამართალი

პოლიციამ ძებნილი დააკავა, რომელსაც კახეთში ოჯახის წევრების და მეზობლების მკვლელობაში ედება ბრალი

Nusagi

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ნ. გ., დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სოფელ ყანდაურაში დააკავეს.

აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2019 წლის 3 მაისს, კახეთში, სოფელ ყანდაურაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა ოჯახის წევრებსა და მეზობლებს.

2019 წლის 20 ივლისს, ნ.გ-ზე ძებნა გამოცხადდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის სავარაუდო იარაღები ნივთმტკიცებებად ამოიღო.გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ და მე-3 ნაწილის ,,ა”ქვეპუნქტებით, რაც ოჯახის წევრების მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, მკვლელობა გასული წლის 3 მაისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში მოხდა. თავდაპირველად, შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 85 წლის ომარ გამყრელიძემ ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი ნათესავი მოკლა, ავადმყოფი მეუღლე კი დაჭრა, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. გამყრელიძე ცხელ კვალზე დააკავეს და სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, მას პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით, ომარ გამყრელიძეს ბრალი დაუზუსტდა და მას არა მკვლელობას, არამედ მკვლელობაში დახმარებას ედავებიან.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,326,690 ნახვა
%d bloggers like this: