,,როგორც კი დაიდება რამე ახალი მედიკამენტის შესახებ მტკიცებულებები, რომ ის ამას სჯობს, ჩვენ ამას გამოვეხმაურებით“

Nusagi

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, „პლაქვენილის“ გამოყენება ხდება საშუალო სიმძიმის, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე პაციენტებთან. ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს პირველ საუნივერისტეტო კლინიკაში მედიკოსებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც ცერეცვაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებისთვის განკუთვნილ მედიკამენტებსაც.

„შეხვედრაზე იყო საუბარი ამ ბოლო დროს პოპულარულ მედიკამენტზე, „პლაქვენილზე“, რომელიც ქართულ პროტოკოლში შედის და რჩება ოფიციალურად. ოღონდ რჩება ისე, როგორც იქ წერია და არა ისე, როგორც მის ინტერპრეტაციას ზოგიერთები აკეთებენ. ის უნდა დაენიშნოს საშუალო სიმძიმის, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე პაციენტებს. ეს ფორმულირება ეყრდნობა ამერიკის წამლის და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციის ოფიციალურ რეკომენდაციას. ამ ორგანიზაციის შემოკლებული აბრევიატურაა FDA და ეს არის მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული და ფაქტობრივად უმაღლესი ინსტანცია, რომელიც წყვეტსმ რომელი მედიკამენტი რომელი დაავადების დროს უნდა იქნას გამოყენებული ან არ უნდა იქნას. ამ ბოლო დროს ყველაზე იმედისმომცემ მედიკამენტად მიჩნეულ „რემდესივირზე“ გამოქვეყნდა ცნობები, რომ მან ვერ უჩვენა ეფექტურობა კვლევებში. ურთიერთგამომრიცხავი შედეგები ვრცელდება, მაგრამ სანამ FDA ოფიცალურად თვლის, რომ ეს მედიკამენტი უნდა იყოს პროტოკოლში, ის დარჩება პროტოკოლში. როგორც კი დაიდება რამე ახალი მედიკამენტის შესახებ მტკიცებულებები, რომ ის ამას სჯობს, ჩვენ ამას გამოვეხმაურებით“, – განაცხადა ცერცვაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: