როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში – კახა კალაძე ზუსტ დროს ვერ ასახელებს

Nusagi

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ზუსტ დროს ვერ ასახელებს, როდიდან აღდგება თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.

მისი თქმით, ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.

“ჩვენ ვაკვირდებით არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას. უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილები. ყოველდღიურ რეჟიმში, ყოველ საათში იცვლება მოცემულობა. შესაბამისად, ჩვენ მოგვიწევს დაკვირვების გაგრძელება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ეს პროცესი. დავაკვრიდებით შეზღუდვების მოხსნის ეტაპების   განხორციელებას, რა თქმა უნდა ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება საზოგადოებრივ ტრანსპორტთან მიმართებაში.

მე მესმის ძალიან რთულია ასე ცხოვრება, ძალიან მძიმეა, იყო ჩაკეტილი – მეგობართან ვერ გადიხარ, ქალაქში ვერ გამოდიხარ ნორმალურად, მაგრამ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს მოქალაქეებს. შემთხვევითი არ არის ის შედეგები, რომელიც დღეს გვაქვს, ეს ბრძოლა არ დამთავრებულა, არ უნდა მოვეშვათ”, – განაცხადა კახა კალაძემ “იმედის” ეთერში.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: