Advertisements

ჯარში საგაზაფხულო გაწვევა კიდევ ერთი თვით გადავადდა

სამხედრო სავალდებულო სამსახურში ახალგაზრდების საგაზაფხულო გაწვევა, საგანგებო მდგომარეობის გამო უკვე მესამედ, ამჯერად 23 მაისამდე გადაიდო და 30 ივნისს დასრულდება.

Nusagi

საგაზაფხულო გაწვევა მიმდინარე წლის 3 თებერვალს დაიწყო და 16 მარტს, კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა.
პირველად თარიღი 13 აპრილამდე გახანგრძლივდა, შემდეგ 23 აპრილამდე, დადგენილებაში ბოლო ცვლილების თანახმად კი გაწვევა 23 მაისს განახლდება.

დადგენილებით არ შეცვლილა ახალგაზრდების მაქსიმალური რაოდენობა, რომლებმაც ერთი წელი სხვადასხვა უწყებაში უნდა იმსახურონ. 4 189- ადამიანიდან ჯარს თავდაცვის ძალებში მხოლოდ 1 400 მოიხდის. დანარჩენი კი სხვადასხვა უწყებაში გადანაწილდება.

• საქართველოს თავდაცვის ძალებში – 1400,
• სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში – 1328,
• საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში – 950,
• საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში – 311,
• სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა – 200.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული