Advertisements

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მებრძოლი კარანტინს აპროტესტებს და დარბაზების გახსნას მოითხოვს

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის (bantamweight) მებრძოლი ანდერსონ დოს სანტოსი, რამდენიმე ათლეტთან ერთად სპორტ-დარბაზების გახსნასა და საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას მოითხოვს.

Nusagi

ბრაზილიელმა საო პაოლოში საპროტესტო აქციაც კი გამართა. მონაწილეები ქალაქის მერ ჟოაო დორიასგან კანონში ცვლილების შეტანას და დარბაზების გახსნას მოითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ საო პაოლოში სულ 12.8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მთლიანად ბრაზილიაში კორონავიურისთ 3313 ადამიანი არის გარდაცვლილი. აქედან 1345 სწორედ საო პაოლოში.

დოს სანტოსი (20-8) ამჟამად საო პაოლოში შერეულ ორთაბრძოლების მწვრთნელია და სპორტსმენებს ავარჯიშებს.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed