Advertisements

ბათუმში არსებული ღია აგრარული და თევზის ბაზრები ხვალიდან გაიხსნება

ბათუმში არსებული ღია აგრარული და თევზის ბაზრები ხვალიდან გაიხსნება.

Nusagi

მერიის ინფორმაციით, ბაზრების ფუნქციონირება საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების სრული დაცვით განხორციელდება. ყველა ბაზარში უკვე ჩატარდა შიდა და მიმდებარე ტერიტორიების სადეზინფექციო სამუშაოები. ბაზრების ტერიტორიაზე დაუშვებელია პირბადის გარეშე შესვლა.

მომხმარებლებს ადგილზე თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ და გადაეცემათ ერთჯერადი ხელთათმანები. მკაცრად იქნება დაცული დისტანცია, როგორც დახლებს შორის, ასევე ადამიანებთან მიმართებაში. ბაზრებს ექნება თითო შესასვლელი და გასასვლელი. ბაზრის ტერიტორიაზე შესულ ყველა მანქანას ჩაუტარდება დეზინფექცია. სადეზინფექციო სამუშაოები პერმანენტულად ჩატარდება ყველა ბაზრის ტერიტორიაზე.

რეკომენდაციების შესრულებას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველო უზრუნველყოფს.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed