Advertisements

გოგა ხაინდრავა ვოლოდიმირ ზელენსკის: არ გეკადრებათ, შეურაცხყოფა მიაყენოთ მეგობარ ქვეყანას და მის ხალხს

„როგორ აგვიხსნით ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც გულწრფელად უყვარს უკრაინელი ხალხი და პატივს სცემს უკრაინის სახელმწიფოს, რომ დამნაშავე, რომელსაც ქართულმა სასამართლომ მრავალი დანაშაულის გამო პატიმრობა მიუსაჯა, თქვენ – ქვეყნის მეთაურმა – უკრაინის მთავრობაში ვიცე-პრემიერად წარადგინეთ?!“, – ამ შინაარსის წერილით რეჟისორმა გიორგი ხაინდრავამ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა.

Nusagi

„ბატონო პრეზიდენტო, ნება მომეცით, ერთი შეკითხვით მოგმართოთ. გარწმუნებთ, რომ თქვენი პასუხი საინტერესო იქნება ქართველი ხალხის უმრავლესობისათვის. როგორ აგვიხსნით ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც გულწრფელად უყვარს უკრაინელი ხალხი და პატივს სცემს უკრაინის სახელმწიფოს, რომ დამნაშავე, რომელსაც ქართულმა სასამართლომ მრავალი დანაშაულის გამო პატიმრობა მიუსაჯა, თქვენ – ქვეყნის მეთაურმა – უკრაინის მთავრობაში ვიცე-პრემიერად წარადგინეთ?!

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საერთაშორისო სამართალი ჯერ არავის გაუუქმებია, არც სახელმწიფოებს შორის ურთიერთპატივისცემის საერთაშორისო წესები. არ გეკადრებათ, თქვენ, უკრაინის პრეზიდენტს, შეურაცხყოფა მიაყენოთ მეგობარ ქვეყანას და მის ხალხს! პრეზიდენტები მოდიან და მიდიან, ხალხი კი რჩება…

საქართველოს მოქალაქე გიორგი ხაინდრავა“, – წერს რეჟისორი.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed