Advertisements

დიდ ბოდიშს ვუხდი იმათ, ვისაც იმედები გავუცრუე და ქვეყანაში არ არის ფართომასშტაბიანი ეპიდემია

კიდევ ერთხელ ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი იმათ, ვისაც იმედები გავუცრუე და ქვეყანაში არ არის ფართომასშტაბიანი ეპიდემია ჯერჯერობით,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან ბრიფინგის დროს განაცხადა.

Nusagi

მისი თქმით, არცერთი მაჩვენებლით ჩვენ დღეს ქვეყანაში ფართო გავრცელება არ გვაქვს. 

„რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ქვეყანაში დაიწყო შიდა გადაცემა იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში არიან პაციენტები, რომელთა ინფიცირების წყარო ჩვენ არ ვიცით, ასეთები უკვე არიან და ალბათ კიდევ იქნებიან. მასობრივ ტესტირებას აქვს თავისი დრო და ადგილი, რაც შეეხება ქ-ნ მარინა ეზუგბაიას განცხადება, პირველ რიგში მინდა დავუდასტურო მას ჩემი პატივისცემა, ის არის ქვეყანაში უძლიერესი ინფექციონისტი და იმყოფება ფრონტის წინახაზზე. კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა და მე დღეს არ ვაპირებ მისი გამონათქვამების კომენტირებას“,-განაცხადა პაატა იმნაძემ. 

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული