იაპონური მედია – ქირურგს ხელები უკანკალებდა და შედეგად, კიმ ჩენ ინი დღეს კომაშია

Nusagi

ექიმს, რომელიც ჩრდილო კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს სტენტირებას უკეთებდა, ხელები ისე უკანკალებდა, რომ მანიპულაციისთვის განკუთვნილ დროში ვერ ჩაეტია. ამის შესახებ იაპონური ჟურნალი Shukan Gendai ჩინეთის სამედიცინო წრეებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, კიმ ჩენ ინი ქვეყანაში მორიგი მოგზაურობის დროს შეუძლოდ გახდა და ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამავდროულად, პეკინში გაიგზავნა თხოვნა, კვალიფიციური ექიმების ჩამოსვლასთან დაკავშირებით. 

კიმ ჩენ ინის მდგომარეობა იმდენად სახიფათო იყო, რომ სისხლძარღვების სტენტირება ადგილობრივ ექიმს ანდეს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს არ არის რთული ოპერაცია და მას მხოლოდ 1 წუთი სჭირდება, თუმცა ექიმს არ ჰქონდა გამოცდილება ჭარბწონიან პაციენტებზე და ნერვიულობისგან ხელები ისე უკანკალებდა, რომ სტენტის ჩადგმას 8 წუთი მოანდომა. შედეგად, 36 წლის ლიდერი დღეს ვეგეტატიურ მდგომარეობაშია.  

25 აპრილს ჩინეთის სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიმ ჩენ ინი გარდაცვლილია, თუმცა ოფიციალური წყაროს ნაცვლად, მითითებული იყო „ძალიან სოლიდური ადამიანი“.

აშშ-ში კიმ ჩენ ინის გარდაცვალებას, ან კომატუზურ მდგომარეობაში ყოფნას არ გამორიცხავენ, თუმცა აცხადებენ, რომ შესაძლოა, ჩრდილო კორეის ლიდერი კორონავირუსის საფრთხის გამო, უბრალოდ, იზოლაციაშია და არავისთან შეხვედრა არ სურს. 

Facebook Comments
%d bloggers like this: