Advertisements

იტალიაში მუზეუმები და ღირსშესანიშნაობები მაისიდან გაიხსნება

იტალიის პოპულარული კულტურული ღირსშესანიშნაობები, მათ შორის კოლიზეუმი და პომპეი მაისში გაიხსნება. ამის შესახებ გამოცემა La Repubblica-ს ქვეყნის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა, დარიო ფრანჩესკინიმ განაცხადა.

Nusagi

„მუზეუმები მაისში, მაგრამ არა კარანტინის დასრულებისთანავე (3 მაისს), არამედ ცოტა გვიან გაიხსნება. ეს ეხება მხოლოდ იმ დაწესებულებებს, რომლებიც უსაფრთხოების ყველა აუცილებელ ზომას დაიცავენ“, – განაცხადა ფრანჩესკინიმ.

მისივე თქმით, ყველაზე დიდი სირთულეების წინაშე თეატრები, კინოთეატრები და სხვა მსგავსი დაწესებულებები აღმოჩნდებიან, თუმცა სახელმწიფო მათ დასახმარებლად სპეციალურ ფონდებს შექმნის. რაც შეეხება საერთაშორისო ტურიზმს, ფრანჩესკინის თქმით, ასევე საუბარი ჯერ ადრეა.

„საზღვრების გახსნა ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და თითოეული ქვეყნის პოლიტიკაზეა დამოკიდებული. საერთაშორისო ტურიზმის წელს ჩავარდება, ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ პროგრამაზე „ვმოგზაურობ იტალიაში“, რომელიც შიდა ტურიზმის განვითარებას გულისხმობს“, – აღნიშნა კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული