Advertisements

მეუფე გერასიმე: ზიარების წესის ცვლილება არ განიხილება.

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის მეუფე გერასიმეს განცხადებით, საქართველოს ეკლესია ზიარების ცვლილების თემას არ განიხილავს, რადგან მიიჩნევს, რომ ასე კორონავირუსის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

Nusagi

“მრევლი მოდის და ეზიარება. ნუთუ მსოფლიო საპატრიარქო, ჩვენზე მრავალრიცხოვანი ეკლესიები ვერ ხედავენ საფრთხეს, როცა არ ცვლიან წესს? ჩვენც რომ რუსეთის მსგავსად შეგვეცვალა, იტყოდნენ, რუსეთის ჭკუაზე დადიანო,” – თქვა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა.

კვირაცხოვლობის წირვა, რომელსაც მრევლი დისტანციის დაცვით დაესწრო, ივერიის ღვთისმმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში მეუფე გერასიმემ აღავლინა.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed