„მე კარგი ურთიერთობა მაქვს კიმ ჩენ ინთან და ვიმედოვნებ, რომ ის კარგადაა. ვფიქრობ, ეს ყალბი ამბავია“

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ყალბ ამბებს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ამის შესახებ Aljazeera წერს.

„ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს ჩრდილოეთ კორეასთან, მე კარგი ურთიერთობა მაქვს კიმ ჩენ ინთან და ვიმედოვნებ, რომ ის კარგადაა. ვფიქრობ, ეს ყალბი ამბავია“ – განაცხადა ტრამპმა. კითხვაზე, – თუ როდის ჰქონდა მას ბოლოს კონტაქტი ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, ტრამპმა თქვა, რომ ამის გამხელა არ სურს.

კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის შესახებ არსებული ცნობების ფონზე ჩინეთმა ჩრდილოეთ კორეაში მედიკოსების ჯგუფი გაგზავნა. ინფორმაცია ამის შესახებ 25 აპრილს, სამ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, სააგენტო Reuters-მა გაავრცელა. იქამდე, ტელეკომპანია CNN-ი იტყობინებოდა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი გულზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შემდეგ მძიმე მდგომარეობაშია.

კიმ ჩენ ინი საზოგადოების წინაშე ბოლოს 11 აპრილს გამოჩნდა, 15 აპრილს კი ის მრავალი წლის განმავლობაში პირველად მისი ბაბუის, კიმ ირ სენის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ დასწრებია.

Facebook Comments

ახალი დადებული