ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული 95 წლის ქალი გარდაიცვალა

Nusagi

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული 95 წლის ქალი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

ხანდაზმული ქალი მკურნალობას გუდაუთის ჰოსპიტალში გადიოდა. გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსით გამოწვეული გართულებები და მრავალი ქრონიკული დაავადება გახდა.

არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი ქალს 11 აპრილს დაუდასტურდა, თუმცა საავადმყოფოში გადაყვანა მან მხოლოდ 20 აპრილს, ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ ისურვა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: