Advertisements

რა აზრი აქვს თეთრ სახლში პრესკონფერენციების ჩატარებას, როდესაც ყალბი მედია მტრული კითხვების გარდა არაფერს გეკითხება-ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბრიფინგების ჩატარების აზრს ვეღარ ხედავს.

Nusagi

როგორც აშშ-ის პრეზიდენტი „ტვიტერზე“ წერს, მედია მხოლოდ მტრულ შეკითხვებს სვამს და ყალბ ახალ ამბებს ავრცელებს.

„რა აზრი აქვს თეთრ სახლში პრესკონფერენციების ჩატარებას, როდესაც ყალბი მედია არაფერს გეკითხება გარდა მტრული კითხვებისა, შემდეგ კი სიმართლის გაშუქებაზე უარს ამბობს. ისინი იღებენ მაღალ რეიტინგს, ამერიკელი ხალხი კი არაფერს იღებს ყალბი ახალი ამბების გარდა. ისინი არც დროის და არც რაიმე ძალისხმევის ღირსნი არიან“, – წერს დონალდ ტრამპი.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed