რუსეთში პენსიონერებს სახლთან ახლოს სეირნობის უფლებას მისცემენ

რუს პენსიონერებს იზოლაციის პირობები უნდა შევუმსუბუქოთ და სახლთან ახლოს სასეირნოდ გასვლის უფლება მივცეთ,-ამის შესახებ РИА Новости-ს სოციალური პოლიტიკის ფედერაციის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, ვალერი რიაზანსკიმ განუცხადა.

მისი თქმით, პენსიონერებს უნდა შეეძლოთ მორიგეობით სეირნობა სახლთან ახლოს, კორპუსის თავმჯდომარეებმა, ან სხვა უფლებამოსილმა პირებმა კი, მკაცრად აუნდა აღწერონ ამ გასეირნებების დრო და თანმიმდევრობა. პოლიტიკოსის თქმით, ასე პენსიონერებს შეეძლებათ დატკბნენ მაისის თბილი დღეებით ისე, რომ თან სოციალური დისტანცია დაცული იყოს.

რიაზანსკიმ განმარტა, რომ ასაკიან ადამიანებს სჭირდებათ განსაკუთრებული რეჟიმი, რომელიც მოიცავს სუფთა ჰაერზე გასეირნებას, მაღაზიაში სიარულს, ძაღლთან ერთად გარეთ გასვლას, რაც ამჟამად მათ აკრძალული აქვთ.

25 აპრილს ადამიანის უფლებათა საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, ირინა კირკორამ ასევე განაცხადა, რომ კორონავირუსის გამო პენსიონერებისთვის დაწესებული შეზღუდვები უნდა შემსუბუქდეს. 

Facebook Comments

ახალი დადებული