მედიცინა

საქართველოში კოვიდ19-ით ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი 485-მდე გაიზარდა, გარდაიცვალა მე-6 პაციენტი

Nusagi

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 485-მდე გაიზარდა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 83 წლის იყო, ქრონიკული პათოლოგიებით.

მისი თქმით, ანამნეზში იყო გულის უკმარისობა და მოციმციმე არითმია.

„სამწუხაროდ, ბატონი, რომელიც იყო ტერმინალურ მდგომარეობაში დღეს დაუფიქსირდა სიკვდილი. ასაკით გახლდათ 83 წლის, ქრონიკული პათოლოგიებით, ანამნეზში იყო გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია. ჩატარებული ექოსკოპიური კვლევის შედეგად, ყველა სარქვლის ნაკლოვანებით იყო აღნიშნული პაციენტი. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა დღეს დილით დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.

კარანტინის რეჟიმშია 4 928 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 522 პირი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,695,891 ნახვა
%d bloggers like this: