უხანში არც ერთი ინფიცირებული პაციენტი აღარაა-ჩინეთი

ჩინეთის ქალაქ უხანში, საიდანაც ახალი კორონავირუსის გლობალური პანდემია დაიწყო, არც ერთი ინფიცირებული პაციენტი აღარაა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuter-ი ოფიციალურ პეკინზე დაყრდნობით ავრცეებს.

„26 აპრილის მდგომარეობით, უხანში კორონავირუსით ნფიცირებულ პაციენტთა რაოდენობა ნულის ტოლია. ეს ჩვენი სამედიცინო პერსონალის ძალისხმევის შედეგია“ – განაცხადა ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის პრესსპიკერმა.

მსოფლიოში COVID19-ით 200 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 810 ათასი ადამიანი გამოჯანმრთე​ლდა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 865 938 შეადგინა.

Facebook Comments

ახალი დადებული