ძალიან სამარცხვინოა, ასეთ დღეში აგდებდე ექიმებს, რომელთა რჩევებს და რეკომენდაციებს მთელი მსოფლიო ითვალიწინებს

ძალიან სამარცხვინოა, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მტრობაა ასეთ დღეში აგდებდე ექიმებს რომლებიც 24 საათი ჩვენი ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის იბრძვიან, ვის რჩევებს და რეკომენდაციებსაც მთელი მსოფლიო ითვალიწინეს. 24 საათი ებრძოდე ტყუილით, დეზინფორმაციით, ცილისწამებით, მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი პროფესიონალები და თავდადებულები არიან, მხოლოდ იმიტომ რომ მათი ბრძოლის შედეგი არ გაძლევს პოლიტიკური ქულების დაწერის საშუალებას, ვიწრო პარტიული და პოლიტიკური ინტერესების გატარებას და შესაბამისად, ვერაფერს შველი ოპოზიციის დაბალ რეიტინგს, გახსოვდეთ, ამას ამომრჩეველი არ დაგივიწყებთ. ვუერთდები პაატა იმნაძის “ბოდიშს” და მეც “ბოდიშს” მოგიხდით 31 ოქტომბერს არჩევნებში დამარცხებისთვის!“,-წერს ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments

ახალი დადებული