ევროპაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა

Nusagi

გასული დღე-ღამის განმავლობაში ევროპაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა RFI  ავრცელებს.

კერძოდ, საფრანგეთში 26 აპრილის მდგომარეობით, კორონავირუსით 242 ადამიანი გარდაიცვალა. ეს გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 25 აპრილს დაფიქსირებული მონაცემები, როდესაც კორონავირუსს 369 ადამიანი ემსხვერპლა.

იტალიაში კი გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავკირუსს 260 ადამიანი ემსხვერპლა. 14 მარტიდან ეს კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ესპანეთში 26 აპრილის მდგომარეობით კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ასევე ყველაზე დაბალი იყო ბოლო ერთი თვის განმავლობაში – 288 გარდაცვლილი. ასევე სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა, სადაც კორონავირუსს 24 საათის განმავლობაში 413 ადამიანი ემსხვერპლა. შედარებისთვის, 25 აპრილს კორონავირუსით 813 ადამიანი გარდაიცვალა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: