Advertisements

კვლევა ბრიტანეთში – კარანტინმა მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებული უფსკრული გამოაჩინა

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევა, რომლის დროსაც კარანტინის დროს 50 ოჯახზე მოხდა დაკვირვება, აჩვენებს, რომ ფინანსური სახსრების ამოწურვისას, ემოციური ფონი სხვადასხვა ოჯახში განსხვავებულია. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. 

Nusagi

გამოცემის ცნობით, დაკვირვება კარანტინის 3-კვიარიან პერიოდში დღიურების წერას გულისხმობდა და ფინანსურად უზრუნველყოფილ ოჯახებსა და დაბალშემოსავლიანებს შორის საკმაოდ განსხვავებული სურათი აჩვენა.

მაგალითისთვის: ტედი კარანტინის პირველი დღიდან თავს შესანიშნავად გრძნობს, ის პენსიონერია, მეუღლესთან ერთად სოლსბერის ახლო მდებარე სოფელში ცხოვრობს, ფინანსურად დაცული და ყველაფრით უზრუნველყოფილი. შეუძლია დაჯდეს ველოსიპედზე და დატკბეს სოფლის ცხოვრებით. ის და გამოკითხული ბრიტანელების ერთი მეხუთედი ცხოვრებას ჩვეული რიტმით აგრძელებენ.

50 ბრიტანელის მიერ შედგენილ დღიურებში ნათლად ჩანს სევდიანი კონტრასტი ტედის მსგავს ადამიანებსა და იმათ შორის, ვინც ცდილობს, გამოკვებოს ოჯახი და შეინარჩუნოს ფიზიკური და ფსიქიური ჯანმრთელობა. 

British Thinks -ის კვლევაში რესპონდენტების მესამედი ამბობს, რომ ცუდად ართმევს თავს. ორი მეხუთედი წერს, რომ შემოსავლები შეუმცირდა და ბევრი მათგანი ცდილობს, არ ჩაიძიროს. სერიოზულ პრობლემად რჩება ფსიქიური მდგომარეობა, და ახალგაზრდებისა და ბავშვების თითქმის ნახევარი, რომელბმაც კვლევაში მიიღეს მონაწილეობა, ამბობენ, რომ მომავლის შიში აქვთ და ამის გამო შფოთავენ. კვლევაში ნათლად ჩანს უფსკრული ხანში შესული, შეძლებული რესპონდენტებსა და ახალგაზრდა თაობების მსგომარეობას შორის. 

36 წლის ძიძამ თავისი პატარა ბიზნესიდან შემოსავალი დაკარგა. მისი თქმით, ახლა აღარ არის რუტინაში ჩართული და გრძნობს, რომ ჭკუიდან იშლება. „ვცდილობ ლუკმა-პურის მოპოვებას, არ ვიცი, ფული საიდან უნდა მოვიტანო, ვღელავ, რადგან არავინ იცის, როდის დამთავრდება ეს ყველაფერი“. 

გამოცემა წერს, რომ ბრიტანელების ემოციური განწყობა მკვეთრად არის დაცემული.

YouGov-ის გამოკითხვით, პანდემიამდე ბრიტანეთის მცხოვრებთა 50 % აცხადებდა, რომ ბედნიერია. პანდემიის დროს, მარტის პირველ კვირაში დღიურებში ხშირი იყო ტერმინები, რომლებიც მადლიერებას და იმედს გამოხატავდა, ადამიანები წერდნენ, რომ სიახლეებს ითვისებენ, თუ როგორ შეიძლება აუწყონ ფეხი ახალ რეალობას. 

მესამე კვირის ბოლოს დღიურებში იმედგაცრუების, შიშის და შეშფოთების გამომხატველი ტერმინები ჭარბობს, გამოკითხვა საზოგადოების სრულიად განსხვავებულ ფენებს შეეხო, მათგან ბევრი წერს, რომ შეძლეს შეგუება ცხოვრების ახალ სტილთან. ყველაზე მეტად უჭირთ ქალებს 18-დან 24 წლამდე და დაბალი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ადამიანებს. 

მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულთა უმეტესობა მონოტონურობით გადაიღალა, ისინი სოციალურ დისტანციას მხარს მაინც უჭერენ. 63% იმაზე ნერვიულობს, რომ კარანტინის დამთავრების შემდეგ ძველ ცხოვრების სტილს ვეღარ შეეჩვევა. განსხვავებულია ასაკიანებისა და ახალგაზრდების დამოკიდებულებაც. თუმცა გამოკითხულთა ორი მესამედი ამბობს, რომ უნდა, ნორმალური ცხოვრებით იცხოვროს.  

ყველა გამოკითხული აკრიტიკებს ტესტირების და პირადი უსაფრთხოების საშუალებების სიმცირეს. რესპონდენტთა ნახევარზე მეტს მიაჩნია, რომ ბრიტანეთი სხვა ქვეყნებზე უარესად უმკლავდება პანდემიას, 71 %  კი ამბობს, რომ ხელისუფლებამ კრიზისიდან გამოსვლის სტრატეგია უნდა გამოაქვეყნოს. ბევრს მიაჩნია, რომ ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია და არ უყვარს ისინი, ვინც მას აკრიტიკებს. 

26 წლის მაგისტრანტი, რომელიც მანჩესტერში მშობლებთან და დასთან ერთად ცხოვრობს, ძალიან წუხს ქვეყანაში სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელზე. „ხელისუფლებისადმი ნდობას ვკარგავ, ვგრძნობ, რომ ბრიტანეთში მდგომარეობა უარესდება და ჩვენ არაფერი შეგვიძლია“,-წერს სემი.  

სამედიცინო ექსპერტებისა და ჯანდაცვის სამსახურების მიმართ ნდობა საკმაოდ მაღალია და ყოველ კვირას იმატებს. მაღალი შეფასება აქვს მძღოლებისა და სუპერმარკეტებში მომუშავე პერსონალის შრომას. დღიერებში წერია, რომ ამ ადამიანებს საკმაოდ არ აფასებენ. ნაწილი იმ მეცნიერების შრომას მიესალმება, ვინც ვაქცინის შექმნაზე მუშაობს. 

იმის გამო, რომ ეკონომიკური დეპრესიის საშიშროება იმატებს, საზოგადოებრივი განწყობა ქვეყნის მომავლის მუქ ფერებში დანახვაა, მაგრამ შედარებით ოპტიმისტურად უყურებენ ინდივიდუალურ და კერძო გარემოებებს. დღიურებში წერენ, რომ ბანკები გააქტიურდება. ერთ-ერთი ბრიტანელი წერს, რომ „2008 წელს ბანკებს ბრიტანელი გადამხდელები დაეხმარნენ, იქნებ დადგა დრო, ახლა მათ იფიქრონ ხალხზე“. 

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული