Advertisements

კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებლით რუსეთმა ჩინეთს გადაუსწრო

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 6 198 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს დღის განმავლობაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია.

Nusagi

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებლით რუსეთმა ჩინეთს გადაუსწრო. პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 87 147 შემთხვევა დადასტურდა. აქედან 45 351 შემთხვევა მოსკოვში დაფიქსირდა.

რაც შეეხება კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებელს, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით 50 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში კორონავირუსს 794 ადამიანი ემსხვერპლა.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed