მიხეილ ჭაბუკაშვილი 5G-ს მოწინააღმდეგეებს: თქვენთვის ეგ ინტერნეტიც ზედმეტია, სმარტფონებიც მანქანებიც, ელექტროენერგიაც

Nusagi

„ვიკიპედიის“ ქართველი ადმინისტრატორი, მიხეილ ჭაბუკაშვილი 5G-ის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება.

მისი თქმით, პროგრესის წინააღმდეგ ბრძოლა ჩანასახშივე წაგებულია.

„დღესაც გადაიფრენენ მასკის თანმაგზავრები, მომავალში კიდევ უფრო ხშირად და მეტი გადაიფრენს. 5G-იც აუცილებლად მოვა. სულ მალე, მასკის Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტის მიმღები ბოქსიც სატელევიზიო სიგნალის რესივერივით საჭირო ნივთი გახდება ჩვენს ყოველდღიურობაში. და ეს მხოლოდ დასაწყისია, ტექნოლოგიებს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს, ასობით და ათასობით ისეთი ტექნოლოგია გამოჩნდება, ახლა რომ ვერც წარმოვიდგენთ. აი, ისეთი, როგორც 30 წლის წინ ვერ წარმოიდგენდნენ დღეს ელემენტარულად მიჩნეულ ციფრულ კამერებს. მათი უმთავრესი დანიშნულება ცხოვრების გამარტივებაა, არაერთი სხვა კომფორტით.

და ახლავე სჯობს, ამ ყველაფერს შეეგუოთ ნებსით თუ უნებლიეთ წყვდიადით მოცული, გონებადახშული ინდივიდები. თქვენთვის ეგ ინტერნეტიც ზედმეტია, რომლის საშუალებითაც ახლა ამ ყველაფერზე პანიკას გამოხატავთ.  თქვენთვის სმარტფონებიც ზედმეტია, მანქანებიც, ელექტროენერგიაც და საპონიც კი, ყველაფერი, რაც მეცნიერებამ შექმნა. ეს ბრძოლა ჩანასახშივე წაგებული გაქვთ და რაც დროულად შეიგნებთ, თქვენთვისვე იქნება კარგი. მოკლედ, მეცნიერებას სულ ცალ ფეხზე ჰკიდია, რას ფიქრობთ თქვენ/მე, ის მაინც მიდის “,-წერს მიხეილ ჭაბუკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Facebook Comments
%d bloggers like this: