Advertisements

სირიული მედიის ინფორმაციით, დამასკოზე სარაკეტო იერიში განხორციელდა

სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ქვეყნის დედაქალაქ დამასკოზე გასულ ღამით სარაკეტო იერიში განხორციელდა.

Nusagi

სააგენტო SANA-ს ინფორმაციით, სირიული საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა მოიგერიეს იერიში. მათივე მტკიცებით, სარაკეტო დარტყმა დამასკოზე ლიბანის საჰაერო სივრციდან ისრაელის თავდაცვის არმიამ განახორციელა.

შესაძლო მსხვერპლისა ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed