ტაქსის მძღოლებისთვის საქმიანობისას ავტომობილში პირბადის ტარება სავალდებულოა

Nusagi

დღეიდან, 27 აპრილიდან ტაქსებით გადაადგილება ნებადართული გახდა. ამის შესახებ ჯერ კიდევ გასულ კვირას პრემიერმა გიორგი გახარიამ დააანონსა, ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ ტაქსის მძღოლებისთვის სავალდებულო იქნება, საქმიანობის დროს, ავტომობილში პირბადის გამოყენება.

გარდა ტაქსის ოპერირებისა, დღეიდან დასაშვებია ასევე:

  • მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება;
  • ონლაინ ვაჭრობა სრულად (საბითუმო და საცალო);
  • მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე;
  • ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.
Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: