Advertisements

ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეულ 130-მდე პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისის ლაბორატორიამ 130-მდე ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლია და ყველა პასუხი უარყოფითია. ანალიზები იმერეთის, რაჭისა და სამეგრელოს რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებიდან იყო გადაგზავნილი.

Nusagi

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის განცხადებით, დადებითი პასუხი აჩვენა ერთი პაციენტის კვლევამ სოფელ ღვანკითიდან, რომელიც მესამე დღეა ჰოსპიტალიზებულია და უკვე არსებულ 12 შემთხვევას შორის არის.

პაციენტს კოვიდ-19 ანტისხეულების ტესტის მიხედვით ჰქონდა დადასტურებული.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed