შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო

დღეიდან შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო.

დასაშვები გახდა მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება. მუშაობას განაახლებენ ტაქსები. აღდგება ონლაინ ვაჭრობა სრულად (საბითუმო და საცალო), მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე. ფუნქციონირებას განაახლებენ ღია ტიპის აგრარული ბაზრები.

ავტომობილით გადაადგილება და დასაშვები ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება შესაძელებლი იქნება მხოლოდ შესაბამისი წესების დაცვით.

I ეტაპი – 27 აპრილიდან

  • მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება
  • ტაქსების ოპერირება
  • ონლაინ ვაჭრობა სრულად (საბითუმო და საცალო)
  • მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე
  • ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა

P.S. დაიშვება მხოლოდ შესაბამისი წესების დაცვით

II ეტაპი – 11 მაისიდან

  • მშენებლობა
  • სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა
  • სამშენებლო მასალების წარმოება
  • ავტო-სამრეცხაოები და ავტო-სერვისები (სრულად)
  • კომპიუტერების, პირადი და საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი
  • სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება

III ეტაპი – 25 მაისიდან

  • საცალო და საბითუმო მაღაზიები (გარდა მოლებისა), რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან
  • ყველა ტიპის ღია ბაზრობა
  • ყველა ტიპის წარმოება
  • საგამომცემლო საქმიანობა

IV ეტაპი – 8 ივნისიდან

  • სავაჭრო მოლები
  • ღია ტიპის რესტორნები/კვების ობიექტები (ადგილზე მომსახურებით)
  • ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება
  • სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები

V ეტაპი – 22 ივნისიდან

  • დახურული ტიპის ბაზრები და ბაზრობები
  • ყველა ტიპის რესტორნები / კვების ობიექტები (ადგილზე მომსახურებით)

VI ეტაპი – 6 ივლისიდან

  • გასართობი, სპორტულ – გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობა
  • აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი
  • სასტუმროები
  • საგანმანათლებლო დაწესებულებები
  • ყველა სხვა საქმიანობა (არადისტანციურ რეჟიმში)

“ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების შემთხვევაში, გაუქმებული შეზღუდვები ხელახლა ამოქმედდება ან მომდევნო ეტაპზე გადასვლა გადავადდება”, – აცხადებენ მთავრობაში.

Facebook Comments

ახალი დადებული