Advertisements

ჩვენ დავამარცხეთ კორონავირუსი – ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი

ახალმა ზელანდიამ „კოვიდ-19“-თან ბრძოლა მოიგო, – ეს განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯესიკა არდერნმა გააკეთა. ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს.

Nusagi

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანაში აღარ ფიქსირდება ვირუსის ისეთი შემთხვევები, რომელთა წყაროც უცნობია.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ეშლი ბლუმფილდის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ახალ ზელანდიაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევები არ ფიქსირდება, თუმცა გავრცელების რისკი გაცილებით დაბალია, რადგან მათი წყარო ცნობილია.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის მხოლოდ ერთი შემთხვევა დადასტურდა და არც ერთი ლეტალური შემთხვევა არ ყოფილა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ახალ ზელანდიაში „კოვიდ-19“-ის 1500 შემთხვევაა გამოვლენილი. პაციენტების 80 პროცენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

ვირუსით ქვეყანაში 19 ადამიანი გარდაიცვალა.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed