Advertisements

„144-ს ვესაუბრე და ბანკი თუ სახლს წაგართმევთ, ჩვენი ბრალი არაა, ჩვენ არ შეგვიქმნია ეს ვითარებაო“

სოციალური ქსელის მომხმარებელი ლავრენტი ონოფრიშვილი, რომელიც ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო საბანკო ვალდებულებების შესრულებას ვერ ახერხებს, სახელმწიფოს დახმარებას თხოვს:

Nusagi

„ეს წამია ვესაუბრე 144-ს. (საქართველოს მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი)
ბანკი თუ სახლს წაგართმევთ, ჩვენი ბრალი არაა, ჩვენ არ შეგვიქმნია ეს ვითარებაო, იაზრებთ?!
ამას მეუბნებიან მე, ვისაც თვეში მქონდა 2400 ლარი შემოსავალი, რაც ყველას შეგიძლიათ ამოიღოთ შემოსავლების სამსახურიდან ყველა წლის დეკლარაცია და საჯაროა!!!
მე, რომელიც მეოთხე წელია, ყველაზე პატიოსნად ვუხდიდი თვეში 780 ლარს საქბანკს!
მე, რომელიც 31 წელია უკვე, რაც ნახევარ საქართველოს უანგაროდ ვეხმარებოდი!
მე რომელიც ჩემი შემოსავლის მესამედს გაჭირვებულებს ვწირავდი და ამის გარდა 5000 ლარისას ფიზიკურად ყოველთვე ვეხმარებოდი, რამერო სახელმწიფოს შევხიდებოდი ჩვენი ხალხის შეწევნაში, რატორო მის მაგივრად ხალხს მე მივხმარებოდი!
და მე ოცნებას სისხლის ფასად რო ვიცავდი, ეხლა ივნისიდან რო ვეღარ გადავუხდი, ბანკმა ჯარიმებზე უნდა გამიშვას და ჩემი 50000 ევროიანი სახლი ბანკმა უნდა წამართვას დარჩენილ 26000 ლარში ?!!!
გაითვალისწინეთ ვინც ამბობთ, რომ ესეთი კაცი უამრავიაო, ეს იგივეა რაც გალაქტიონს უთხრა ოფიციანტმა და დაწერეთ ვის იცნობთ მსგავსს!!!
მე რომ არ ვიყო სახელმწიფოსთვის იმდენად სასარგებლო ჩემი პოტენციალით, არც ვთხოვდი სახელმწიფოს დახმარებას და მანამ დაწერთ გაიაზრეთ ვიზე წერთ!
აწი დასკვნები თქვენ გააკეთეთ და ვნახოთ ვისი აჯობებს!!!“ – წერს ლავრენტი ონოფრიშვილი.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული