Advertisements

„სააკაშვილი ქართველი იანუკოვიჩია“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ქართველი იანუკოვიჩი უწოდა. მისი თქმით, უკრანელი კოლეგებს აცნობეს, იმ საფრთხის შესახებ რაც შესაძლოა სააკაშვილმა ქვეყანას მოუტანოს.

Nusagi

კობახიძის განცხადებით, მას და მის კოლეგებს მუდმივი კომუნიკაცია აქვთ და ქონდათ უკრაინელ კოლეგებთან, თუმცა სააკაშვილის თემა აქტუალური არ იყო.

„ჩვენ მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია ჩვენ უკრაინელ კოლეგებთან, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ საერთოდ არ სარგებლობდა ეს საკითხი აქტუალურობით, ჩვენ ვნახეთ არჩევნების შედეგები, სადაც სააკაშვილმა მიიღო 0.4%. აქედან გამომდინარე ცოტა რთული წარმოსადგენელი იყო რა თქმა უნდა, ის რომ სააკაშვილის ფაქტორი კიდერ ერთხელ შეიძენდა აქტუალურობას, თუმცა როგორც ჩანს არის გარკვეული დინებები, რამაც გამოიწვია ამ საკითხის აქტუალიზაცია. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ დღეს უკრაინელმა მეგობრებმა მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება უკრაინის ინტერესებს და უკრაინა-საქართველოს თანამშრომლობის ინტერესებს. აქედან გამომდინარე ვიხედებით წინ და გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია ჩვენ მეგობრებთან.

ეს არის ერთგვარი მეგობრობის ტესტი და ამ მეგობრობაში არ იგულისხმევა ხალხებს და ქვეყნებს შორის მეგობრობა, რომელსაც საუკუნოვანი ისტორია აქვს. აქ საუბარია ხელისუფლებებს შორის მეგობრობაზე, აქდან გამომდინარე, ეს არის ხელისუფლების მეგობრობის ტესტი და ბუნებრივია ჩვენ ასე ვაყენებთ საკითხს. თუ მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება, ბუნებრივია ეს ძალიან უარყოფითად აისახება ორ ხელისუფლებას შორის მეგობრობაზე. ეს იქნება ძალიან მძიმე გადაწყვეტილება! ძალიან მარტივად როვ ვთქვა, სააკაშვილი არის ქართველი იანუკოვიჩი. წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას მიეღო გადაწყვეტილება ვიქტორ იანუკოვიჩის საქართველოში რეფორმების და ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებში ვიცე პრემიერად დანიშვნის თაობაზე როგორი რეაქცია მოყვებოდა ამ საკითხს უკრაინის ხელისუფლებაში. ბუნებრივია, რეაქცია იქნებოდა ერთმნიშვნელოვანი და ასეთი ფაქტი აღქმული იქნებოდა, როგორც არამეგობრული ნაბიჯი უკრაინის მიმართ. იანუკოვიჩი არის ზუსტად იგივე უკრაინისთვის, რაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოსთვის, მათ შორის, ტერიტორიების დათმობის ნაწილშიც. სწორედ ჯერ სააკაშვილის ნაბიჯებს მოყვა რუსეთისთვის ტერიტორიების 20% დათმობა და ამის შემდეგ, ცოტა სხვა ფორმით, მის მაგალითს მიბაძა იანუკოვიჩმა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული