Advertisements

აგრარული ბაზრები, რომლებიც ჰიგიენურ-სანიტარულ სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებენ, ფუნქციონირებას ვეღარ გააგრძელებენ

აგრარული ბაზრები, რომლებიც ჰიგიენურ-სანიტარულ სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებენ, ფუნქციონირებას ვეღარ გააგრძელებენ, – ამის შესახებ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

Nusagi

მისი ინფორმაციით, ამ მომენტისთვის საქართველოში რეგისტრირებულია 80 აგრარული ბაზარი, რომელთა უმრავლესობა ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტების დაცვისა და ინფექციის გავრცელების რისკის შემცირების მიზნით შემუშავებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, შესაბამისად, მსგავსი აგრარული ბაზრები ფუნქციონირების გაგრძელებას ვერ შეძლებენ. დავითაშვილის თქმით, საქართველოს მასშტაბით აგრარულ ბაზრებზე მიმდინარეობს შრომის უსაფრთხოების წესების დანერგვა.


საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს სასურსათო და სამედიცინო საშუალებების მარაგების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სასურსათო მარაგების კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ არსებობს და მისი მუდმივი შევსება შეუფერხებლად ხორციელდება.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული