გია აბაშიძე დავით ბერძენიშვილს: კარგად იცი ყველაფერი, მაგრამ ბოღმა გაბრმავებს და რევანშის “ზამასკაში ხარ”, ტყუილად კი არ გეძახიან ბოღმა-დავითას?!

Nusagi

როცა ხელისუფლებები პასუხისმგებელიანნი არიან პოლიტიკურად მოტივირებულ კრიმინალზე, მათ ასამართლებენ ან ნიურნბერგულად ან როგორც დეკომუნიზაციის დროს – ლუსტრაციის გზით. რომელი მოითხოვე? მოითხოვე კი არა, ჯიბეში ჩაუხტი ფრანგი კოლაბორაციონისტივით,- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს და დავით ბერძენიშვილს მიმართავს, რომელიც ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ უკრაინაში სააკაშვილის რომელიმე თანამდებობაზე დანიშვნა/არდანიშვნის საკითხი, უკრაინის საშინაო საქმეა.

აბაშიძის თქმით, დავით ბერძენიშვილმა კარგად იცის ყველაფერი, მაგრამ ბოღმა აბრმავებს.

,, ლუსტრაციისთვის პრეცედენტულად დადგენილი 10 წელი მაინც მოგეცადა. ხოლო ოპოზიციონერ დეპუტატზე უშიშროების ძალებით განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის ორგანიზატორ პრეზიდენტს, როგორც მოხელეს, ისე ასამართლებენ, რაც გაკეთდა კიდეც საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციაში. რაც მთავარია, გია ბარამიძე კი არ ხარ, რომ ვერ ხვდებოდე, ჩემზე კარგად იცი ყველაფერი, მაგრამ ბოღმა გაბრმავებს. რევანშის “ზამასკაში ხარ”, ტყუილად კი არ გეძახიან ბოღმა-დავითას“ ?! – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

Facebook Comments
%d bloggers like this: