Advertisements

დღეს თომას კვირის სამშაბათია – მიცვალებულთა მოხსენიების დღე

აღდგომიდან მეცხრე დღეს, თომას კვირის სამშაბათს მიცვალებულთა მოხსენიება და საფლავთა კურთხევა აღესრულება. ამ დღეს ადამიანები იხსენებენ გარდაცვლილთა სულებს, გადიან საფლავებზე, ანთებენ სანთელს. მიცვალებულთა სახელზე ეკლესიისა და უპოვარი ადამიანებისთვის შესაწირს გასცემენ.

Nusagi

დღეს ხალხში კიდევ არსებობს აღდგომის დღესასწაულზე საფლავზე გასვლის არასწორი წესი. სასულიერო პირთა თქმით, აღდგომის დღესასწაულზე ქრისტიანს გლოვა არ შეშვენის.
ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს კი საფლავზე გასვლა ასევე ხალხის მიერ შემოღებული ტრადიციაა, მაგრამ იქ მიცვალებულს არ იხსენიებენ, უბრალოდ ახარებენ, რომ ქრისტე აღდგა! მიცვალებულისათვის ლოცვა და პანაშვიდის გადახდა ამ დღეს არ არის მიღებული.

ეკლესიის სწავლებით, მიცვალებულის მოხსენიება ხდება აღდგომიდან ერთი კვირის გასვლის შემდეგ, თომას კვირის სამშაბათს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების თანახმად,ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მასშტაბით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია. შესაბამისად, სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს პოლიცია აკონტროლებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს დარჩნენ სახლში, აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ საჯარო სივრცეში გადაადგილებისგან და გაუფრთხილდნენ ერთმანეთის ჯანმრთელობას.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed