დღეს სკანდინავიის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან

Nusagi

დღეს დანიის სამეფოდან კოპენჰაგენი – თბილისის მიმართულებით რეისი შესრულდება, რომელიც დანიაში და სკანდინავიის ქვეყნებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დააბრუნებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ჩართულობით საკრუინგო კომპანია “Elvictor Crew Management Service”-ის ორგანიზებით, ქართველი მეზღვაურები “Georgian Airways”-ის სპეციალური რეისით საქართველოდან კოპენჰაგენში გაემგზავრებიან.

ამავე რეისით, საქართველოს მთავრობისა და საკრუინგო კომპანიის შეთანხმების საფუძველზე, დანიაში და სკანდინავის სხვა ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან.

უწყების ცნობით, საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, უკვე შესრულდა რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის, ვარშავადან, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკადან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონადან და ა.შ.

ამ ეტაპზე სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 8,372 მოქალაქე.

შეგახსენებთ, გუშინ განხორციელდა ვარშავა-თბილისის რეისი რომლითაც სამშობლოში დაბრუნდა 181 საქართველოს მოქალაქე.

ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება:

30 აპრილი – მადრიდი-თბილისი

2 მაისი – პრაღა-თბილისი

5 მაისი – ათენი-თბილისი

7 მაისი – ამსტერდამი-თბილისი

9 მაისი – ბერლინი-თბილისი

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: