Advertisements

ეს ფოტო დღეს ზურა შევარდნაძის “გარდენიასთანაა” გადაღებული, ასეთი რამ არასოდეს ყოფილა, რიგში იდგნენ ჩითილების მსურველები

საზღვარი რომც გაიხსნას, ქართველებს სხვისი მოსავლის მოსაკრეფად არ უნდა ეცალოთ,-ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე წერს.

Nusagi

მისი თქმით, დღეს ზურაბ შევარდნაძის „გარდენიასთან“ ჩითილების შეძენის მსურველთა დიდი რიგი დგას.

„ცოტა ხნის წინ ჩემმა მეგობარმა თურქეთში მის პარტნიორთან დარეკა, წუხდა ქალბატონი მერიემი, “რანდავქნათ” საზღვარი ჯერ არ გაიხსნება, ქართველები ვერ ჩამოვლენ და ჩაი გვაქვს მოსაკრეფიო. მე კი მგონია, საზღვარიც რომც გაიხსნას ქართველებს სხვისი ჩაის საკრეფად აღარ უნდა ეცალოთ, ეს ფოტო დღეს ზურა შევარდნაძის “გარდენიასთანაა” გადაღებული, ასეთი რამ არასოდეს ყოფილა, უგრძეს რიგში იდგნენ ჩითილების მსურველები, საკუთარ მიწას და ეზო-კარს დაბრუნებულები… მინდა საკუთარი შრომის ფასი მალე ნახონ, საკუთარი მიწის მადლის ირწმუნონ და დაუყვედრებელი ლუკმაც თვითონ მოვიპოვოთ, მე მჯერა ამისი, სჯერა ზურასაც, რომელიც პატარა ფანჯრიდან ჩითილების გაცემას ვერ აუდიოდა და ამბობდა- ასე თუ გაგრძელდა ამ ქვეყანაში არ უნდა მოშივდეს ადამიანსო! ღმერთოო, ხვავით და ბარაქით, მოსავლის გორებით გაავსე ჩემი ქვეყანა!!! ეს დასაწყისია!!!“,-წერს ნინო კვაჭანტირაძე.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული