Advertisements

რეალურად, არაფრის მოზიდვას არ აპირებდა, გაიხსენეთ, რას სთხოვდა საქართველოს ხელისუფლებას

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვყნებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ უკრაინაში ვიცეპრემიერად სააკაშვილის დანიშვნა რადას ხმების ნაკლებობის გამო არ შეუჩერებია.

Nusagi

ბონდო მძინარაშვილის თქმით, უკრაინა და საქართველო ხელშეკრულებით აღიარებენ ამ ქვეყნების სასამართლოების გადაწყვეტილებებს და უკრაინის მთავრობამ ვითარებაში გარკვევის შემდეგ გაიწვია გადაწყვეტილება.

ბონდო მძინარაშვილის თქმით, სწორედ ამას უკავშირდებოდა ცოტა ხნის წინ სააკაშვილის მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლებისადმი, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მორატორიუმის შესახებ თითქოსდა საერთაშორისო დახმარების მოსაზიდად.

„მანიაკი დააპაშოლეს! 

უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით, სააკაშვილს მთავრობაში თანამდებობაზე ვერც დანიშნავდნენ, რადგან საქართველოში მსჯავრდებულია!

საქართველო და უკრაინა, შესაბამისი ხელშეკრულების თანახმად, აღიარებენ ამ ქვეყნების სასამართლოების გადაწყვეტილებებს!

ამიტომაც, უკრაინის მთავრობამ, ვითარებაში გარკვევის შემდეგ, უმაღლეს რადას მიმართა და გაიწვია სააკაშვილის კანდიდატურა!

უმაღლეს რადაში ხმები არ ჰყოფნის და ა. შ. არის ზღაპარი!

ახლა ისიც გაიხსენეთ, რას სთხოვდა ეს მანიაკი საქართველოს ხელისუფლებას!

დიახ, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მორატორიუმის გამოცხადებას და მისთვის უფლებამოსილების მინიჭებას საერთაშორისო დახმარებების მოსაზიდად!

რეალურად, არაფრის მოზიდვას არ აპირებდა, – საკუთარი თავის შეზიდვა უნდოდა უკრაინის დიდ პოლიტიკაში!

ყველაფერი ცხადია: მანიაკმა სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო-უკრაინის ხელშეკრულება (და ასეთი ხელშეკრულება ბევრ ქვეყანასთან არის გაფორმებული!) მას თანამდებობის დაკავების უფლებას არ აძლევდა და ცდილობდა, ხვრელი მოეძებნა გასაძრომად!

ვერ გაძვრა, გაიჭედა და უკან გაათრიეს!“,-წერს ბონდო მძინარაშვილი.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული