მოგზაურობა

თვითმფრინავის ბორტგამცილებლებისთვის სპეციალური კომბინეზონები შეკერეს

Nusagi

მალაიზიურმა ავიაკომპანიამ AirAsia კორონავირუსის პანდემიის პერიოდისთვის შექმნილი ახალი ფორმები წარმოადგინა. ინფორმაციას Fox News ავრცელებს.

გავრცელებულ ფოტოებში ჩანან წითელ, გრძელსახელოებიან კომბინიზონებში გამოწყობილი და სახის დამცავი ფარებით ეკიპირებული ეკიპაჟის წევრები და ბორტგამცილებლები.

Fox News-ის ინფორმაციით, ბორტგამცილებლების „ანტიკორონავირუსული“ კომბინიზონების ავტორი ფილიპინელი დიზაინერი პუეი კუინონესი (Puey Quinones) გახლავთ. პროექტი ფილიპინების ჯანდაცვის სამინისტრომ მოიწონა.

24 აპრილს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ სამგზავრო ავიაგადაზიდვების სფეროში ცვლილებები იგეგმება. ექსპერტების აზრით, სპეციალური აპარატების დახმარებით, რეგისტრაციის პროცესი შესაძლოა, სრულად დისტანციური გახდეს.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,662 ნახვა
%d bloggers like this: