საზოგადოება

“თუ ვინმე თვლის, რომ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმა რეალურია, საერთოდ რეალობასაა მოწყვეტილი”- ბექა ნაცვლიშვილი

Nusagi

დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, მთავრობის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გგემა რეალობას არ შეესაბამება, შესაბამისად ის ქვეყნისთვის ვერანაირ შედეგს მოიტანს.

ამის შესახებ ბექა ნაცვლიშვილმა ონლაინგაზეთ “მეტრონომთან” ინტერვიუში განუცხადა.

ნაცვლიშვილის განმარტებით, მთავრობამ ქვეყანაში არსებული დარგების განვითარების გეგმა უნდა წარადგინოს, რათა მოსახლეობას დასაქმების შესაძლებლობა მიეცეს და შესაბამისად ,შემოსავლის მიღებაც შეძლოს.

დამოუკიდებელი დეპუტატი აღნიშნავს, რომ დღეს ქვეყანაში უფრო სოციალური კრიზისია, ვიდრე ეკონომიკური.

“რაც შეეხება კრიზისის დაძლევის გეგმას, რაც წარადგინეს, ეს ანტიკრიზისული გეგმა არ ყოფილა. თუ ვინმე ასე თვლის, განსაკუთრებით მთავრობაში, რომ ეს იყო რეალური გეგმა, საერთოდ რეალობას არის მოწყვეტილი. ჩვენ ვერ დავინახეთ ვერანაირი გეგმა, სულ მინიმუმ იმ დარგების სტიმულირების გეგმა, რომელიც ქვეყანაში უკვე არსებობს. არათუ ახალი, არამედ აქამდე არსებული დარგების განვითარების გეგმა.

ჩვენ რეალურად უფრო სოციალურ კრიზისში ვიმყოფებით ამ შემთხვევაში, ვიდრე ეკონომიკურ კრიზისში. რადგან სხვა დარგები არ გვქონდა განვითარებული მომსახურების სფეროს გარდა, ამ კრიზისის დროს შეეძლო მთავრობას, კარგი ეკონომიკური გეგმა შემოეთავაზებინა, რაშიც ვგულისხმობ ეკონომიკური პოლიტიკის გადააზრებას, შესაბამისად ახალი დარგების იდენტიფიცირებას, რომლებიც ტურიზმის მაგივრად ქართულ ეკონომიკის ხერხემალი უნდა გამხდარიყო,”- აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,715 ნახვა
%d bloggers like this: