Advertisements

კერძო სექტორში დაქირავებით დასაქმებულებს, რომელთა ხელფასიც 1500 ლარამდეა 6 თვე საშემოსავლო გადასახადზე შეღავათი დაუწესდებათ

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის იმ ნაწილის პრეზენტაცია წარმოადგინა, რომელიც დაქირავებით დასაქმებულებს და თვით დასაქმებულებს ეხება.

Nusagi

„გეგმის აღნიშნული ნაწილი შეეხება ჩვენი მოქალაქეების სამ კატეგორიას. ესენი არიან დაქირავებით დასაქმებულები, რომელთაც შეინარჩუნეს სამუშაო ადგილი, დაქირავებით დასაქმებულები, რომელთაც აღარ ერიცხებათ ხელფასი და თვითდასაქმებულები“, – აღნიშნა ლასა ხუციშვილმა.

„დაქირავებით დასაქმებულები, რომლებმაც შეინარჩუნეს სამუშაო ადგილები, მიიღებენ საგადასახადო შეღავათს, საშემოსავლო გადასახადში კომპენსაციის სახით. კერძოდ დასაქმებული, რომლიც ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს და დასაქმებული არის კერძო სექტორში, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება ყოველი კალენდარული თვის განმავლობაში და თითოეული დამქირავებელი გადასახდელ ხელფასზე 750 ლარის ოდენობით.

საგადასახადო შეღავათის მაქსიმალური ოდენობა არის თითოეულ სამუშაო ადგილზე 150 ლარი, ხოლო საგადასახადო შეღავათის პერიოდი არის 2020 წლის 1-ელი მაისიდან 6 თვის განმავლობაში. საგადასახადო შეღავათის გამოყენების წესი, ამ ნაწილში არის საკმაოდ მარტივი და დამქირავებელი მაისი-ოქტომბრის პერიოდში გადახდილ ხელფასზე საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებას განახორციელებს ახალი საგადასახადო წესის გათვალისწინებით. რომლის დეკლარირებაც მოხდება ხელფასის გაცემისთვის, მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. ეს არის კლასიკური საგადასახადო შეღავათი, რომელიც ხორციელდება საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების გზით და ამ ნაწილში რაიმე დამატებითი ადმინისტრაციული ღონისძიება დამქირავებელს გასატარებელი არ ექნება. თითოეული დამქირავებელი ყოველთვიურად წარმოადგენს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას და უკვე იქ ასახავს 750 ლარამდე გაცემულ თანხას 0% საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

შესაბამისად გადასახადის გადამხდელის მხრიდან რაიმე ტიპის ადმინისტრირება არ სჭირდება. ასევე ამავე ნაწილში საშემოსავლო გადასახადის ნაწილში მოქმედ შეღავათებს, ის მოქმედი შეღავათები, რომლებიც დღეს არსებობს გარკვეული ტიპის მოქალაქეებზე, მაგალითად როგორიცაა შშმ პირები, ომის ვეტერანები, მარტოხელა დედის სტატუსის მქონე პირები, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირები, ამ შეღავათების გამოყენება მათ შეეძლებათ პარალელურ რეჟიმში“, – განაცხადა ხუციშვილმა.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed