ლევან რატიანის აზრით, ტესტირება მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებში უნდა ჩატარდეს

Nusagi

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი მიიჩნევს, რომ ტესტირება მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებში უნდა ჩატარდეს.

როგორც მან ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს მისი, როგორც ექიმის, პირადი აზრია. „მე არ ვარ ეპიდემიოლოგი, ვარ მკურნალი ექიმი და შემიძლია გითხრათ, რომ ტესტირება უნდა ჩატარდეს მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებში. დღეს საბჭოზე გადაწყდა მოწყვლად ჯგუფებზე, რომელსაც პირველ რიგში ესაჭიროებათ პრევენციისა და დიაგნოსტიკის ვერიფიცირების მიზნით აღნიშნული კვლევის ჩატარება“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: