რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ჯარში კორონავირუსის მასობრივ გავრცელებაზე იუწყება

რუსეთის არმიაში კორონავირუსი მასობრივად არის გავრცელებული,-ამის შესახებ RTVI ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, რუსეთის სამხედრო ძალებში უკვე 900 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან ორი სამხედრო მოსამსახურე მძიმე მდგომარეობაშია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ინფიცირებულები არიან ასევე სამხედრო სასწავლებლების 129 პედაგოგი და 245 სამოქალაქო პირი.

მიუხედავად ამისა, რუსეთმა საგაზაფხულო გაწვევა არ გადადო. 28 აპრილიდან ჯარში მასობრივ ტესტირებას გეგმავენ. 

Facebook Comments

ახალი დადებული