Advertisements

საქართველოში კორონავირუსისგან სიმსივნიანი პაციენტი განიკურნა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსი უკვე ოთხმა პაციენტმა დაამარცხა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეა თავართქილაძემ განუცხადა.

Nusagi

„კლინიკაში ამჟამად 67 პაციენტი იმყოფება, აქედან 50 კორონავირუსითაა ინფიცირებული, დღეს დაგვემატა 2 პაციენტი. ახალი პაციენტები სხვადასხვა რეგიონიდან არიან გადმოყვანილი. გვყავს 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი, 3 დღეს დატოვებს კლინიკას. ერთი პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე, მას ჰქონდა ონკოჰემატოლოგიური დაავადება, მისი მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე და ის გამოჯანმრთელდა“, – აღნიშნა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული