Advertisements

წლების განმავლობაში ვისაც არ ეზარებოდა, ყველა პენსიის თემით სპეკულირებდა

ფინანსთა მინისტრი ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული მიზნობრივი სოციალური დახმარებებისა და საგადასახადო შეღავათების შესახებ პრეზენტაციას მართავს.

Nusagi

ივანე მაჭავარიანმა პენსიის მატებაზეც ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, წლების განმავლობაში მთავრობის დღის წესრიგში იყო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნის დიდი ბიუჯეტი დიდი გამოწვევის წინაშეა, მთავრობისთვის ეს თემა პრიოტიტულია.

„თქვენ ალბათ გემახსოვრებათ, რომ ეს იყო მუდმივი სპეკულაციის საგანი წლების განმავლობაში. ვისაც არ ეზარებოდა, ყველა ამ თემით სპეკულირებდა. ზოგი ამბობდა, რომ 300 ლარით გაზრდიდა, ზოგო 400 ლარით და ა.შ. საბოლოოდ ჩვენ შევიმუშავეთ წესი, რომელი პრაქტიკულად უზრუნველყოფს იმას, რომ ავტომატურ რეჟიმში, ყოველ წელს, პენსიონრებს გაეზარდოთ პენსია არა იმის მიხედვით, რომელი პოლიტიკური ძალაა ხელისუფლებაში და ვინ რამდენად პოპულისტია და ვინ რამდენად არის მოკლევადიან ამოცანებზე ორიენტირებული, არამედ იყოს გამჭვირვალე და პროგნოზირებადი წესი“- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ივანე მაჭავარიანის თქმით, იყო წლები როცა საქართველოში პენსია საერთოდ არ იზრდებოდა და ეს დამიკიდებული იყო იმაზე, თუ ვინ იყო ხელისუფლებაში. „ჩვენ გვინდა, რომ ეს წესი შემოვიღოთ და იმუშავოს ავტომატურ რეჟიმში. ანუ პენსიონრებს ყოველწლიურად, გარანტირებულად გაეზრდებათ პენსია“- აღნიშნა მინისტრმა.

მთავრობის ახალი ინიციატივის თანახმად, 2021 წელს 1 იანვრიდან, პენსიონრებს კვლავ მოემატებათ პენსია და სამომავლოდ თანხის ზდრის მაჩვენებელს კანონმდებლობა განსაზღვრავს.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული