Advertisements

A და B კატეგორიის ტაქსის მძღოლები, როგორც თვითდასაქმებულები, დახმარებას მიიღებენ

A და B კატეგორიის ტაქსის მძღოლები, როგორც თვითდასაქმებულები, დახმარებას მიიღებენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ფეისბუქჩართვაში განაცხადა.

Nusagi

მისი თქმით, დახმარების მისაღებად შემდგომი პროცედურების შესახებ მოქალაქეები მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს მიიღებენ.

„მინდა, იცოდნენ, რომ A და B კატეგორიის ტაქსის მძღოლები, როგორც თვითდასაქმებულები, რა თქმა უნდა, მიიღებენ იმ დახმარებას, რომელზეც იყო საუბარი ბოლო ორი დღის განმავლობაში. თუ როგორ უნდა იმოქმედონ, რა დამატებითი დამადასტურებელი ცნობები უნდა წარმოადგინონ, ეს ძალიან მარტივია და დღეს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა ამაზე ისაუბრეს, თუმცა, ჩვენ ესემესებით ყველას დავუგზავნით შეტყობინებას და ექნებათ სრული ინფორმაცია, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ამ ადამიანებმა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული