Advertisements

COVID -19 და არაგადამდები დაავადებები – რჩევები პაციენტებს

The glove-wearer has a message to stop the Coronavirus

უკვე არსებობს მინიშნებები, რომ კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა ყველაზე მაღალია ხანდაზმულ და თანმხლები არაგადამდები დაავადების მქონე პაციენტებში.

Nusagi

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანს შესაძლოა განუვითარდეს სერიოზული გართულებები, უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან:

40 წელზე უფროსი ადამიანები; რისკი კიდევ უფრო იზრდება 60 წლის ზევით;

ადამიანები, რომლებსაც აქვთ შემდეგი არაგადამდები დაავადებები: ჰიპერტენზია, დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ ან აქვთ გულის უკმარისობის და ინფარქტის განვითარების რისკი), სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები (ასთმა), კიბო.

რჩევები პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ჰიპერტენზია, დიაბეტი და სხვა არაგადამდები დაავადებები:

გააგრძელეთ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღება და გაითვალისწინეთ ექიმის რჩევები.

შეძლებისდაგვარად მოიმარაგეთ წამლების 1 თვის ან მეტი დოზა.

შეინარჩუნეთ სულ მცირე 1.5 მეტრიანი დისტანცია ადამიანებთან, რომლებიც ახველებენ ან აქვთ გაციების სხვა ნიშნები.

ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით ან დაიმუშავეთ სპირტის შემცველი ხსნარით.

შეწყვიტეთ მოწევა და ასევე არ გამოიყენოთ სტრესთან გამკლავების მეთოდები, როგორადაც არასწორად არის მიჩნეული ალკოჰოლი და სხვა ნარკოტიკები.

შეინარჩუნეთ ფსიქიკური ჯანმრთელობა, დაიცავით ცხოვრების ჯანსაღი წესი – იკვებეთ ჯანსაღად, ივარჯიშეთ.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული