COVID-19 საუნივერსიტეტო კლინიკის არცერთ თანამშრომელს არ დაუდასტურდა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომლებს გეგმიურად,  კორონავირუსზე კორონავირუსზე ,,პისიერ” ტესტირება ჩაუტარდათ, თუმცა ყველა პასუხი უარყოფითია. შესაბამისად, COVID-19 კლინიკის არცერთ თანამშრომელს არ დაუდასტურდა. ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

“გუშინ ჩვენი კლინიკის თანამშრომლებს “პისიარ” ტესტირება ჩაუტარდათ, არა ანტისხეულებით. ძალიან გვიხარია, რომ არცერთი შემთხვევა არ არის დადებითი და ყველა უარყოფითია”, – აღნიშნა ლევან რატიანმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში 511 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 156 გამოჯანმრთელდა, 6 გარდაიცვალა.

Facebook Comments

ახალი დადებული