Advertisements

ნატალია ხოხიაშვილი – არც ერთი იურიდიული პირი არ გაცემს ცნობას, რომ ვინმე არაფორმალურად ყავს დასაქმებული

გამოდის, რომ ხელისუფლებამ თან იფიქრა თავის მოსახლეობაზე თან მარტივად ,,გადააგდო”,-ამის შესახებ „ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის “ თავმჯდომარე ნატალია ხოხიაშვილმა „ინფო ფოსტალიონთან“ საუბრისას განაცხადა.

Nusagi

ნატალია ხოხიაშვილი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამილა ბარკალაიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ძიძები და ფიზიკურ პირებთან მომუშავე პირები ერთჯერად დახმარებას ვერ მიიღებენ. მისივე თქმით, არც ერთი იურიდიული პირი არ გაცემს ცნობას, რომ მას ვინმე დასაქმებული ყავს არაფორმალურად.

„26 თებერვლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში და მთელი საქართველო ,,სახლში დარჩა”, ოპტიმისტები და ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილები ფიქრობდნენ, რომ ხელისუფლება მათ არ მიატოვებდა, დაეხმარებოდა და ასე გადაიტანდნენ ამ მართლაც მძიმე დღეებს.

ვიჯექით სახლებში და მოთმინებით ველოდით მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას, რომელშიც ბევრი ხსნას ხედავდა.

და აი 2 თვის შემდეგ ეს დღეც დადგა. ბევრ სხვა პუნქტებს შორის, იყო ერთი მეტად საინტერესო მოსახლების უმეტესობისთვის, ,,დასაქმებულები, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი პანდემიის პირობებში, მიიღებდნენ დახმარებას 1200 ლარის სახით (თვეში 200 ლარი 6 თვის განმავლობაში) ხოლო თვითდასაქმებულები, შესაბამისი მტკიცებულების წარდგენის შემდეგ მიიღებდნენ 300 ლარს ერთჯერადად.

ჯერ ერთი, ეს მიდგომა და ეს თანხები საიდან დათვალა ხელისუფლებამ საინტერესოა, დახმარება ყველას ერთნაირად სჭირდება, თუ იმას ფიქრობენ, რომ თვითდასაქმებული მალევე გააგრძელებს საქმიანობას, აბსურდია, იგივე წარმატებით ოფიციალურად დასაქმებულსაც შეუძლია სხვა სამსახური იპოვოს (აბა 200 ლარი თვეში ვერ არჩენს). ყველა თვითდასაქმებულმა შეიძლება ძველი საქმიანობა ვერც გააგრძელოს და ის ბევრად უარეს დღეში აღმოჩნდება.

ახლა, როცა გამოდის ქალბატონი თამარ ბარკალაია და აცხადებს, რომ ფიზიკურ პირებთან დასაქმებულები ვერ მიიღებენ დახმარებას, რას ნიშნავს? დასაქმებულთა უმრავლესობა დღეს არის თვითდასაქმებული, და მათი უმეტესობა ფიზიკურ პირებთანაა დასაქმებული. ამას როცა ხელისუფლების წარმომადგენელი აცხადებს, იმას ნიშნავს, რომ ეს პუნქტი ანტიკრიზისულ გეგმაში იმიტომ შეიტანა, კიდევ ერთი ,,პტიჩკა” დაესვა შესრულებულ სამუშაოში შემდეგ. არც ერთი იურიდიული პირი არ გაცემს ცნობას, რომ მას დასაქმებული ყავს არაფორმალურად ვინმე, რადგან მერე ამ კომპანიას გადასახადების დამალვაში დასდებენ ბრალს. მარტივი მაგალითი რომ განვიხილოთ, უამრავი ადამიანი თავს ირჩენს წვრილმანი ვაჭრობით. ყიდულობს რაღაცას საქართველოში ან ვთქვათ თურქეთში, და ყიდის ხელზე, დადის ოჯახებში, ასეთმა რა როგორ უნდა დაამტკიცოს? რომ აღარაფერი ვთქვა ოჯახში დამხმარეებზე, ძიძებზე , მძღოლებზე და სხვა. სამწუხაროდ გამოდის, რომ ხელისუფლებამ თან იფიქრა თავის მოსახლეობაზე თან მარტივად ,,გადააგდო” ყველა.“,-აცხადებს ნატალია ხოხიაშვილი. 

Facebook Comments
Advertisements

You may have missed