“ერთადერთი მიზეზი”, რის გამოც ამერიკას Covid-19-ის 1 მლნ-ზე მეტი შემთხვევა აქვს

Nusagi

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობის მიზეზი განმარტა. მისი თქმით, 1 მლნ-ზე მეტი შემთხვევის დადასტურება ამერიკის ტესტირების კარგი სისტემის დამსახურებაა. ამის შესახებ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა.

“ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკაში კორონავირუსის 1 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული არის ის, რომ ტესტირების სისტემა ჩევნთან ბევრად უკეთესია ვიდრე სხვა ნებისმიერ ქვეყანაში. ამიტომ მათ დადასტურებული შემთხვევების ნაკლები რაოდენობა აქვთ”, – წერს თეთრი სახლის ლიდერი.

ბოლო მონაცემებით, ამერიკაში კორონავირუსის 1 035 765 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 59 000-ზე მეტი ადამიანი.

Facebook Comments
%d bloggers like this: