ესპანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 6 399 ადამიანი გამოჯანმრთელდა

Nusagi

ესპანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 325 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის ფატალური შემთხვევების რიცხვი 24 147-მდე გაიზარდა, ხოლო ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 210 773-ს აღწევს.

გასული დღის მონაცემებთან შედარებით, დღე-ღამეში გარდაცვლილთა რიცხვი შედარებით მაღალია, თუმცა ქვეყანაში ასევე, დაფიქსირდა გამოჯანმრთელებულთა რეკორდული ზრდა და კორონავირუსისგან ბოლო 24 საათის განმავლობაში 6 399 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ესპანეთში გამოჯანმრთელებულთა სრული რიცხვი ახლა 102 548-ს აღწევს.

Facebook Comments
%d bloggers like this: